თავში

ბუნებასთან კონტაქტი მარტოობის განცდას 28%-ით ამცირებს

ბუნებასთან კონტაქტი მარტოობის განცდას 28%-ით ამცირებს
ბუნებასთან კონტაქტი მარტოობის განცდას 28%-ით ამცირებს

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მარტოობის განცდა ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. სამეცნიერო ანგარიშებში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მას შეუძლია  ადამიანის სიკვდილიანობის რისკი 45%-ით გაზარდოს.  Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ გამოცემა Scientific Reports  წერს.

მეცნიერთა ჯგუფმა 750 ადამიანის მონაცემები შეაგროვა. ადამიანებს სთხოვდნენ მარტივი კითხვებისთვის გაეცათ პასუხი, რომელიც მარტოობის, გადატვირთულობის, სოციალური ინტეგრაციისა და ბუნებასთან კონტაქტის შესახებ იყო.

გადატვირთულობის განცდა, რომელიც დამახასიათებელია დიდი ქალაქების მაცხოვრებლებისთვის, მარტოობის განცდას საშუალოდ 39%-ით ზრდის. კვლევებით დაადგინა, რომ ბუნებასთან სიახლოვე მარტოობის განცდას 28%-ით ამცირებს. სოციალური ინტეგრაციის გრძნობა ასევე ამცირებს მარტოობის გრძნობას (21%-ით). როდესაც ინტეგრაცია ემთხვევა ბუნებასთან რეგულარულ კონტაქტს, ჯანმრთელობის სარგებელი იზრდება დამატებით 18%-ით.

”დიდი ხანია აღიარებულია, რომ ბუნებაზე წვდომას შეუძლია ხელი შეუწყოს სოციალურ ინტერაქციას და კავშირებს. ეს კვლევა აძლიერებს ბუნებრივ გარემოსთან ჩვენი მიჯაჭვულობის მტკიცებულებებს, ისევე როგორც მის პოტენციურ სარგებელს სოციალური კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა კრისტოფერ გიდლოუმ, გამოყენებითი ჯანმრთელობის კვლევის პროფესორმა დიდ ბრიტანეთში, სტაფორდშირის უნივერსიტეტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system