თავში

ჩაძირულ გემზე III საუკუნის საგანძური აღმოაჩინეს

ჩაძირულ გემზე III საუკუნის საგანძური აღმოაჩინეს
ჩაძირულ გემზე  III საუკუნის საგანძური აღმოაჩინეს

ისრაელის სიძველეების სამსახურში (IAA) განაცხადეს, რომ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ორი ჩაძირული გემის ნაშთებს მიაკვლიეს, რომლებიც  ასობით რომაული ხანისა და შუა საუკუნეების ვერცხლის  საგანძურით არის სავსე. Report.ge-ის ცნობით, ამის  შესახებ გამოცემა BBC იუწყება.

არქეოლოგების აზრით, უძველესი ქალაქის - კესარიას მახლობლად აღმოჩენილი საგანძური  III საუკუნის შუა პერიოდის ასობით რომაული ვერცხლის და ბრინჯაოს მონეტას მიეკუთვნება.

ადგილზე ნაპოვნი სხვა არტეფაქტები მოიცავს ფიგურებს, ზარებს, ჭურჭელს და ლითონის ნივთებს, რომლებიც ოდესღაც გემებს ეკუთვნოდათ.

 ბეჭედი ერთ-ერთია იმ არტეფაქტებს შორის, რომლებიც  ჩაძირულ ორ გემზე აღმოაჩინეს. ბეჭედზე „მწყემსი კეთილია“ გამოსახული. ისრაელის სიძველეთა სამსახურის ინფორმაციით, ქრისტეს მეტაფორული განსახიერება ოქროში ჩასმულ ქვაზეა ამოკვეთილი. ბიბლიაში იესო საკუთარ თავს "კეთილ მწყემსად" მოიხსენიებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system