თავში

ჭარბწონიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი აღმოჩენილია

​ჭარბწონიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი აღმოჩენილია
ჭარბწონიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი აღმოჩენილია

წონის მატებაზე დიდ გავლენას ცილოვანი მოლეკულები, სემაფორინები ახდენს, რომლებიც ადამიანის ჰიპოთალამუსში დიდი რაოდენობით არის. ეს განცხადება კემბრიჯის უნივერსიტეტის და ლოს-ანჯელესის ბავშვთა საავადმყოფოს მეცნიერებმა გააკეთეს. ამის შესახებ MedicalXpress წერს.

კვლევის დროს სპეციალისტები სემაფორინების სიგნალის ბლოკირებას ახდენდნენ, რაც თაგვებში ჭარბწონიანობას იწვევდა.

მეცნიერების ცნობით, სემაფორინები ჰიპოთალამუსში ჯაჭვების ფორმირებას ახდენს, რომლებიც, საბოლოო ჯამში, კალორიების მოხმარებაზე ახდენს გავლენას.

ამერიკელი სპეციალისტების კვლევის შედეგებს თავისი მიგნებები კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა, საად ფარუქიმ დაამატა. მათ შეისწავლეს იმ ადამიანების მონაცემები, რომლებსაც ჭარბი წონა ჰქონდათ და განაცხადა, რომ მათ ხშირად ჰქონდათ მუტაცია გენებში, რომლებიც სემაფონირის გადაცემაში მონაწილეობს.

ეს აღმოჩენები ნივთიერებათა ცვლის დიაგნოსტიკისთვის იქნება გამოყენებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system