თავში

ჩინეთი ყველაზე ხალხმრავალი ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს

​ჩინეთი ყველაზე ხალხმრავალი ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს
ჩინეთი ყველაზე ხალხმრავალი ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს

ამ კვირაში ჩინეთმა მოსახლეობის აღწერის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად 2021 წლის დასაწყისისთვის ქვეყანაში 1,411 მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News ავრცელებს.

ამგვარად ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე ხალხმრავალი ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს.

ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში მოსახლეობის წლიური ზრდის ტემპმა 0,53% შეადგინა. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1960-იანი წლების დასაწყისიდან, როდესაც ქვეყანაში ათობით მილიონი ადამიანი შიმშილმა იმსხვერპლა.

მონაცემებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის დაბერების და შობადობის შემცირების ტენდენცია აღინიშნება. გასულ წელს ჩინეთში 12 მილიონი ბავშვი დაიბადა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე ერთი წლით ადრე. ეს იმის მიუხედავად, რომ 2016 წელს დაქორწინებულ წყვილებს ოფიციალურად მეორე შვილის გაჩენის უფლება მიეცათ.

ამ ფონზე, ძველი თაობის ადამიანების წილი პროგნოზირებულად გაიზარდა - თუ 2010 წელს 65 წელს გადაცილებული ჩინელები ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 8.9% -ს შეადგენდნენ, ახლა ეს პროპორცია 13.5%-მდე გაიზარდა. მთელი რიგი პროგნოზების თანახმად, 2030 წლის შემდეგ შობადობის ამჟამინდელი შენარჩუნების პირობებში, ჩინეთში სამუშაო ხელის მწვავე დეფიციტი გაჩნდება, რაც ჩინეთის ხელისუფლებას შობადობის წახალისებისკენ უბიძგებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system