თავში

ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები აეროპორტში კორონავირუსზე შემოწმდებიან

ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები აეროპორტში კორონავირუსზე
ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები აეროპორტში კორონავირუსზე შემოწმდებიან

კორონავირუსთან დაკავშირებით, აეროპორტში ექიმები იმყოფებიან და ეპიდემიოლოგიური სამსახური მუშაობს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შემოწმდებიან.

„მგზავრები შემოწმდებიან ისე, როგორც ამას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვეუბნება. ეს მოიცავს სიმპტომების შეფასებას. პირველ რიგში, მგზავრს უნდა ჰქონდეს საინფორმაციო ბუკლეტი, სადაც მითითებულია საყურადღებო სიმპტომები. მოხდება თერმული სკრინინგი და შემდეგ, 38 გრადუსი და მეტი ვისაც ექნება ტემპერატურა, ასეთი მგზავრი თუ გამოჩნდება, მას ექნება საშუალება, გაიაროს საწყისი წინასწარი შეფასება ადგილზე, აეროპორტშივე, ვიდრე მოხდება მისი გამოშვება აეროპორტიდან ან გადამისამართება პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

მისი თქმით, კორონავირუსი გადაიცემა ჰაერწვეთოვანი გზით, შესაბამისად, ჩინეთიდან შემოსული ტვირთი საფრთხის შემცველი არ არის. 

ვირუსი, რომელიც ჩინეთის ქალაქ ვუჰანში აღმოაჩინეს, კორონავირუსების დიდ ოჯახს მიეკუთვნება და მწვავე რესპირატორულ სინდრომებს იწვევს. მსგავსი ვირუსის ეპიდემიამ მსოფლიოს მასშტაბით, 800-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა 2002/03 წლებში, რომელიც ასევე ჩინეთიდან გავრცელდა.

ვირუსი უკვე გასცდა ჩინეთის საზღვრებს. შემთხვევები დაფიქსირებულია ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, ჰონგ-კონგში, ტაივანში, მაკაოში, ავსტრალიაში, საუდის არაბეთსა და სინგაპურში.

პეკინში დაკეტილია ჩინეთის დიდი კედლის ნაწილი, ასევე 16 ქალაქში 46 მილიონამდე ადამიანს გადაადგილება შეეზღუდა, ჩინური ახალი წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებები კი გადაიდო. შანხაიში დაიკეტა კინოთეატრები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system