თავში

ჩინეთიდან საქართველოში დაბრუნებულ საქართველოს ორ მოქალაქეს მაღალი ტემპერატურა აღენიშნა

ჩინეთიდან საქართველოში დაბრუნებულ საქართველოს ორ მოქალაქეს მაღალ
ჩინეთიდან საქართველოში დაბრუნებულ საქართველოს ორ მოქალაქეს მაღალი ტემპერატურა აღენიშნა

ჩინეთიდან საქართველოში დაბრუნებული 34 მოქალაქიდან ორს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა. თუმცა, ამ დორისათვის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ საჩხერის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა მენეჯერმა მაია ხელაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, საჩხერის სასტუმროში განთავსებულ ორ მოქალაქეს 37 გრადუსი ტემპერატურა ჰქონდა, თუმცა, დღეის მდგომარეობით, არც ერთ მათგანს მაღალი ტემპერატურა აღარ აღენიშნება. 

"ისინი იზოლირებული არიან და სასტუმროში ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან", - განაცხადა მაია ხელაძემ. 

საქართველოს 34 მოქალაქე ჩინეთიდან 21 თებერვლის ღამით ჩამოფრინდა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ცნობით, ეს არ იყო ევაკუაცია. მგზავრები სხვადასხვა მიზეზის გამო სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ, მათ შორის ბილეთებზე გაზრდილი ფასის გამოც. მათ სახელმწიფო დაეხმარა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system