თავში

ჩინეთის კოსმოსურმა სადგურმა მარსთან "სელფი" გადაიღო

ჩინეთის კოსმოსურმა სადგურმა მარსთან "სელფი" გადაიღო
ჩინეთის კოსმოსურმა სადგურმა მარსთან სელფი გადაიღო

ჩინეთის ეროვნულმა კოსმოსურმა ადმინისტრაციამ Tianwen 1-ის ორი სელფი გამოაქვეყნა, რომლებიც მარსის ფონზე  არის გადაღებული. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას CNSA აქვეყნებს. 

ფოტოსურათზე ზონდი და მარსის ჩრდილოეთ პოლარული რეგიონია აღბეჭდილი.

ახლა სადგური დედამიწიდან დაახლოებით 350 მილიონი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

ჩინეთმა პირველი მარსის საძიებო ზონდი 2020 წლის 23 ივლისს გაუშვა. ის მარსის საცნობარო ორბიტაში 2021 წლის 24 თებერვალ შევიდა. მისიის მთავარი მიზანია პლანეტის ნიადაგისა და ატმოსფეროს შესწავლა, სურათების გადაღება, რუკების შექმნა, ქანებისა და ნიადაგის შემადგენლობის შესწავლა და სიცოცხლის ნიშნების პოვნა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system