თავში

ჩინეთმა მარსის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა

ჩინეთმა მარსის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა
ჩინეთმა მარსის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა

ჩინური კოსმოსური მისიის Tianwen 1-ის ორბიტერმა დედამიწას მარსის ახალი ფოტოები გადასცა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Space ავრცელებს.

ფოტოები გადაღებულია კამერით, რომელიც დაფრინავს ორბიტერის უკან და გადასცემს მონაცემებს Wi-Fi-ის საშუალებით. ჩინეთის ეროვნულმა კოსმოსურმა სააგენტომ განაცხადა, რომ სურათებზე შეგიძლიათ  წითელი პლანეტის ჩრდილოეთ პოლუსზე მდებარე ყინულის „ქუდი“  იხილოთ.

Tianwen-1 კოსმოსური მისია, რომელიც შედგება ორბიტერის, ლანდერისა და როვერისგან, 2020 წლის 23 ივლისს ვენჩანგის კოსმოდრომიდან გაუშვეს. 2021 წლის 15 მაისს ჩინური როვერი  მარსზე წარმატებით დაეშვა.

გეგმის მიხედვით, Tianwen 1-მა  მარსზე სიცოცხლის ნიშნების ძებნა უნდა დაიწყოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system