თავში

ჩინეთში სრულად შემონახული დინოზავრის ემბრიონი აღმოაჩინეს

ჩინეთში სრულად შემონახული დინოზავრის ემბრიონი აღმოაჩინეს
ჩინეთში სრულად შემონახული დინოზავრის ემბრიონი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ჩინეთში გაქვავებული დინოზავრის კვერცხში შესანიშნავად შემონახული ემბრიონი აღმოაჩინეს. Report.ge-ს ცნობით ამის შესახებ გამოცემა iScience წერს.

ემბრიონი აღმოაჩინეს გვიანი ცარცული პერიოდის კლდეებში, განჯოუში, სამხრეთ ჩინეთში. 

გამოცემის ცნობით, ემბრიონი უკბილო, ბუმბულიანი თეროპოდის დინოზავრების ჯგუფს ეკუთვნის და იგი უნიკალურია.  ისინი ცარცული პერიოდის განმავლობაში აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე  ბინადრობდნენ.

მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ Baby Yingliang გვერდულად წევს და ზურგი მოხრილი აქვს კვერცხის ბლაგვი ბოლოსკენ, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ იგი გამოჩეკისთვის ემზადებოდა.

ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერმა, ფიონ ვაისუმ განაცხადა, რომ დინოზავრის ემბრიონები ერთ-ერთი უიშვიათესი ნამარხია, მათი უმეტესობა არასრულია და დისლოცირებული ძვლები აქვთ. 

"აღფრთოვანებული ვართ Baby Yingliang-ის აღმოჩენით - ის შესანიშნავ მდგომარეობაშია და დაგვეხმარება უამრავ შეკითხვას გავცეთ პასუხი", - განაცხადა მან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system