თავში

ჩინურმა ზონდმა მარსზე ერთი კილომეტრი გაიარა

ჩინურმა ზონდმა მარსზე ერთი კილომეტრი გაიარა
ჩინურმა ზონდმა მარსზე ერთი კილომეტრი გაიარა

ჩინეთის ეროვნულმა კოსმოსურმა ადმინისტრაციამ (CNSA) განაცხადა, რომ Zhurong-ის როვერმა წითელ პლანეტაზე უკვე 1000 მეტრზე მეტი გაიარა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Xinhua წერს.

CNSA-მა ასევე დასძინა, რომ როვერი პლანეტიას სამხრეთ ნაწილისკენ გადაადგილებას გააგრძელებს.

2021 წლის 15 მაისს ჩინური როვერი მარსზე წარმატებით დაეშვა, რითაც ჩინეთი გახდა შეერთებული შტატების შემდეგ მეორე ქვეყანა, რომელიც წითელ პლანეტას უშუალოდ შეისწავლის.

გეგმის თანახმად, Zhurong-ის როვერმა მარსზე სიცოცხლის ნიშნების ძებნა უნდა დაიწყოს. ექვსბორბლიანი როვერი, რომელიც მზის პანელებით იტენება,  დაახლოებით 240 კილოგრამს იწონის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system