თავში

COVID-19 სპერმის ხარისხს აზიანებს

COVID-19 სპერმის ხარისხს აზიანებს
COVID-19 სპერმის ხარისხს აზიანებს

უახლესი კვლევების თანახმად, COVID-19-ის გადატანა ინფიცირებულებში სპერმის ხარისხს აქვეითებს. Report.ge-ს ცნობით, შესაბამისი კვლევა სამეცნიერო გამოცემა Fertility and Sterility-ში გამოქვეყნდა. 

მეცნიერებმა  120 არავაქცინირებული მამაკაცის სპერმის ნიმუშები გააანალიზეს, რომელთა საშუალო ასაკი 35 წელი იყო, ხოლო სხეულის მასის საშუალო ინდექსი (BMI) დაახლოებით 25. 

კვლევით დადგინდა, იმ მამაკაცების 37%-ს, რომელსაც კორონავირუსი არა უმეტეს ერთი თვის გადატანილი ჰქონდა,  სპერმის რაოდენობა შემცირებული იყო.  გარდა ამისა, მათო 60% უჩიოდა სპერმის შეზღუდულ მოძრაობას.

ორი თვის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა: მონაწილეთა მხოლოდ 6%-მა აჩვენა სპერმის რაოდენობის შემცირება, ხოლო მოძრაობის შემცირება - მეოთხედმა.

მკვლევარები თვლიან, რომ სპერმის ფუნქციის სრულ აღდგენას მინიმუმ სამი თვე სჭირდება. 

ამასთან, კვლევებით დადგინდა, რომ ინფიცირებულების სპერმა SARS-CoV-2-ს  არ შეიცავს და დაავადების ამ ფორმით გადაცემა არ ხდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system