თავში

დედამიწას პოტენციურად საშიში ასტეროიდი უახლოვდება

დედამიწას პოტენციურად საშიში ასტეროიდი უახლოვდება
დედამიწას პოტენციურად საშიში ასტეროიდი უახლოვდება

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NASA) გამოაცხადა, რომ 18 იანვარს დედამიწას პოტენციურად საშიში ასტეროიდი (7482) 1994 PC1 ჩაუფრენს. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას Inverse ავრცელებს.

NASA-ს ცნობით, ასტეროიდის სიგრძე დაახლოებით 1,1 კმ-ია, რაც დაახლოებით, ნიუ-იორკის Empire State Building-ის შენობზე  ორნახევარჯერ მეტია.

ასტეროიდსა და  დედამიწას შორის მანძილი, დაახლოებით, 2,9 მილიონი კმ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ასტეროიდი დიდია, ის ჩვენს პლანეტას საკმაოდ უსაფრთხო მანძილზე ჩაუფრენს. თუმცა, NASA მას „პოტენციურად საშიშ ობიექტად“ მიიჩნევს.

ასტეროიდი (7482) 1994 PC1 პირველად, 1994 წლის 9 აგვისტოს,  ავსტრალიის Siding Spring ობსერვატორიის ასტრონომმა, რობერტ მაკნაუტმა აღმოაჩინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system