თავში

დედამიწაზე მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი

დედამიწაზე მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი
დედამიწაზე მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი

დედამიწას მაგნიტური ქარიშხალი უახლოვდება. მზეზე M კლასის აფეთქება მოხდა, რის გამოც დედამიწის მიმართულებით ორი კორონალური მასა გამოიფრქვა. Report.ge-ს ცნობით, შესაბამის ინფორმაციას Spaceweather ავრცელებს.

მაგნიტური ქარიშხალი 24-25 დეკემბერს არის მოსალოდნელი. 

ასტრონომების ინფორმაციით, ამოფრქვევები სუსტი იყო, თუმცა მათმა კომბინაციამ შეიძლება დედამიწაზე სუსტი მაგნიტური ქარიშხალი გამოიწვიოს.

მაგნიტური ქარიშხალი დედამიწის გეომაგნიტური ველის დარღვევაა, რომელიც შეიძლება  რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გაგრძელდეს. 

აღსანიშნავია, რომ მაგნიტური ქარიშხლების გამო ყველაზე ცუდად თავს იგრძნობენ გულ-სისხლძარღვთა და სახსრების დაავადებებისა მქონე, ასევე ჰიპერტონიისადმი მიდრეკილი, მეტეოდამოკიდებული და ფსიქოემოციურად არასტაბილური ადამიანები, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემებს, ამა თუ იმ დონით, აბსოლუტურად ყველა შეიგრძნობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system