თავში

დედამიწაზე მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი

დედამიწაზე მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი
დედამიწაზე მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი

შაბათ-კვირას, 15 და 16 იანვარს, დედამიწაზე მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი.  Report.ge-ს ცნობით, შესაბამის ინფორმაციას Spaceweather ავრცელებს. 

კვირას G1 კლასის, სუსტი მაგნიტური ქარიშხალია ნავარაუდები.

Spaceweather-ის თანახმად, 12 იანვარს მზემ პლაზმის გიგანტური გროვა გამოყო, რომელიც დედამიწისკენ მოემართება.

მაგნიტური ქარიშხალი არის დედამიწის გეომაგნიტური ველის დარღვევა, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე და ასევე შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული ინტენსივობა. ისინი გავლენას ახდენენ საკომუნიკაციო სისტემების მუშაობაზე და შეიძლება გამოიწვიოს ტექნიკური გაუმართაობა.

G1 კლასის გეომაგნიტური ქარიშხალი ითვლება პატარად, ხოლო G2 კლასის ქარიშხალი - ზომიერად. ყველაზე საშიში გეომაგნიტური ქარიშხალი არის G5 კლასის. ასეთ ექსტრემალურ ქარიშხალს შეუძლია საფრთხე შეუქმნას არა მხოლოდ ელექტრო ქსელებს და სხვა მიწიერ ინფრასტრუქტურას, არამედ ადამიანების ჯანმრთელობასაც. 

აღსანიშნავია, რომ მაგნიტური ქარიშხლების გამო ყველაზე ცუდად თავს იგრძნობენ გულ-სისხლძარღვთა და სახსრების დაავადებებისა მქონე, ასევე ჰიპერტონიისადმი მიდრეკილი, მეტეოდამოკიდებული და ფსიქოემოციურად არასტაბილური ადამიანები, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემებს, ამა თუ იმ დონით, აბსოლუტურად ყველა შეიგრძნობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system