თავში

დედამიწაზე სითბური ტალღები ბოლო 30 წელში 7-ჯერ გაიზარდა

დედამიწაზე სითბური ტალღები ბოლო 30 წელში 7-ჯერ გაიზარდა
დედამიწაზე სითბური ტალღები ბოლო 30 წელში 7-ჯერ გაიზარდა

კლიმატის ცვლილების გამო, 1980-იანი წლებიდან დღემდე, დედამიწაზე სითბური ტალღების რაოდენობა  7-ჯერ გაიზარდა. ამის შესახებ Report.ge სამეცნიერო გამოცემა Phys-ზე დაყრდნობით წერს.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სითბური ტალღების რაოდენობა, რომლებიც  ჩრდილოეთ ნახევარსფეროს შუა და მაღალ განედებზე ერთდროულად წარმოიქმნება, ბოლო 30 წელიწადში შვიდჯერ არის მომატებული.

კვლევაში აღნიშნულია, რომ სითბური ტალღების გაზრდა ბუნებრივი კატაკლიზმების სიხშირის მატებას იწვევს. ამასთან, კვლევებმა დაადასტურა, რომ სითბურმა ტალღებმა გლობალური მოსავლის 4%-ით შემცირება გამოიწვია.

მეცნიერებმა სითბური ტალღების შესწავლისას დაკვირვების საგნად ტემპერატურის მატების ფენომენი გამოიყენეს, რომელიც სამ დღეზე მეტხანს გრძელდება და დიდ ფართობს, 1,6 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიას ფარავს.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სითბური ტალღების გამომწვევი მთავარი მიზეზი საშუალო ტემპერატურის გლობალური ზრდა იყო, რომელიც კლიმატის ცვლილებებმა გამოიწვია. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ გასული საუკუნის განმავლობაში დედამიწა 1 გრადუსით დათბა.

მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ კლიმატის ცვლილებების გამო ზოგიერთი სახელმწიფო, შესაძლოა, გაქრეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system