თავში

დედამიწაზე წყალდიდობები 134%-ით გაიზარდა - გაერო

დედამიწაზე წყალდიდობები 134%-ით გაიზარდა - გაერო
დედამიწაზე წყალდიდობები 134%-ით გაიზარდა - გაერო

მსოფლიოს დიდი ნაწილი წყალდიდობის, ქარიშხლებისა და გვალვებისთვის მოუმზადებელია. ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ანგარიშშია საუბარი.

გამოცემა Associated Press აღნიშნავს, რომ  2000 წლიდან მოყოლებული, წყალდიდობასთან დაკავშირებული სტიქიური მოვლენების რიცხვი მსოფლიოში  134%-ით გაიზარდა. სტიქიური მოვლენები განსაკუთრებით გახშირებულია აზიაში, კერძოდ ჩინეთში, ინდოეთში, ინდონეზიაში, იაპონიაში, ნეპალსა და პაკისტანში.

გვალვასთან დაკავშირებული კატასტროფების სიხშირე იმავე პერიოდში გაიზარდა 29%-ით. ამ მხრივ, ყველაზე დიდი დანაკლისი აფრიკას მიადგა. გარდა ამისა, გვალვის შედეგად ყველაზე დიდი ეკონომიკური ზარალი განიცადა ჩრდილოეთ ამერიკამ, აზიამ და კარიბის ზღვის აუზმაც.

გაერო-ს მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, გლობალურად ყველა ქალაქის 25% უკვე განიცდის წყლის რეგულარულ დეფიციტს. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, პლანეტის მთლიანი ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების დონე ყოველწლიურად 1 სანტიმეტრით მცირდება.

გაეროს მიაჩნია, რომ მოსახლეობის ზრდა კიდევ უფრო მეტ ზეწოლას მოახდენს წყლის მარაგზე. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის  5 მილიარდზე მეტი ადამიანი წყლის გარეშე დარჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system