თავში

დედამიწის ბრუნვის ტემპი აჩქარდა

დედამიწის ბრუნვის ტემპი აჩქარდა
დედამიწის ბრუნვის ტემპი აჩქარდა

ჩვენი განსაზღვრებით, ერთი დღე ეს არის 24 საათი, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ 86 400 წამი - ეს სწორედ ის დროა,  რომელიც ჩვენს პლანეტას თავისი ღერძის გარშემო შემოსატრიალებლად სჭირდება. ამასთან,  გამოცემა Science Focus წერს, რომ დედამიწა არცთუ ისე თანაბრად  ბრუნავს.

ჩვეულებრივ, დედამიწის ბრუნვა ნელდება, რის გამოც დღის ხანგრძლივობა იზრდება. დღის ხანგრძლივობა საუკუნეში საშუალოდ 1,8 მილიწამით იმატებს. ეს ნიშნავს, რომ 600 მილიონი წლის წინ, დღეში მხოლოდ 21 საათი იყო.

დღის ხანგრძლივობაზე გავლენას ასევე ახდენს სეისმური აქტივობა, გამყინვარება, ამინდი, ოკეანეების მიქცევა და მოქცევა, დედამიწის მაგნიტური ველი და სხვა ფაქტორები.  

2020 წელს მეცნიერებმა გამაოგნებელი აღმოჩენა გააკეთეს. მათი დასკვნებით, დედამიწის ბრუნვა შენელების ნაცვლად აჩქარდა.  დედამიწამ უფრო სწრაფად დაიწყო ბრუნვა.

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები ბოლომდე არ არიან დარწმუნებულები, რა იწვევს დედამიწის ბრუნვის სიჩქარის ზრდას, ზოგი ვარაუდობს, რომ ეს შეიძლება  მყინვარების დნობით ან ჩრდილოეთ ნახევარსფეროში წყალსაცავებში დიდი რაოდენობით წყლის დაგროვებით იყოს განპირობებული.

მართალია, ეს გავლენას არ მოახდენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მაგრამ ამან შეიძლება სერიოზული გავლენა იქონიოს ტექნოლოგიებზე, როგორიცაა GPS თანამგზავრები, სმარტფონები, კომპიუტერები და საკომუნიკაციო ქსელები და სხვა.

ამასთან, ექსპერტების ვარაუდით, დედამიწის ბრუნვის აჩქარება დროებითია და მომავალში იგი კვლავ შენელდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system