თავში

დედამიწის მანტიის სიღრმეში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის მანტიის სიღრმეში მიწისძვრა მოხდა
დედამიწის მანტიის სიღრმეში მიწისძვრა მოხდა

დედამიწაზე ყველაზე ღრმა მიწისძვრა მოხდა, რომელიც ჩვენი პლანეტის ზედაპირიდან 751 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ამის შესახებ სამეცნიერო გამოცემა Sciencealert წერს.

გამოცემის ცნობით, დედამიწის მანტიის სიღრმეზე სეისმოლოგები მიწისძვრების დაფიქსირებას არ ელოდნენ. თუმცა,ახალი კვლევა ადასტურებს, რომ მსგავსი მიწისძვრები დედამიწის მანტიაშიც შესაძლებელია.

აღსანიშნავია, რომ მიწისძვრების უმეტესობა ზედაპირიდან 100 კმ-მდე სიღრმეზე ხდება. დედამიწის ქერქის ზედა ნაწილში, 20 კმ-მდე სიღრმეზე, ქანები ცივი და მყიფეა. როდესაც ეს ქანები ექვემდებარება ზეწოლას, მათ შეუძლიათ მხოლოდ ოდნავ დეფორმაცია განიცხადონ. უფრო ღრმად ქერქში და ქვედა მანტიაში, ქანები უფრო ცხელი და მეტი წნევითაა, რაც მათ ნაკლებად მიდრეკილს ხდის ძვრისაკენ.

დედამიწის მანტიის სიღრმეზე მომხდარი მიწისძვრები, შესაძლოა, სიღრმეზე არსებული მინერალები წნევით იყოს გამოწვეული. პლანეტის მანტიის უმეტესი ნაწილი შედგება მინერალური ოლივინისგან. რომელიც დაახლოებით 400 კმ სიღრმეზე მდებარეობს. , წნევის გამო, ოლივინის ატომები გადანაწილებულია სხვა სტრუქტურაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system