თავში

დემენციის პრევენციისთვის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს

დემენციის პრევენციისთვის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
დემენციის პრევენციისთვის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს

იაპონურმა კომპანია Medilabo-მ, ხანდაზმულ ადამიანებში დემენციის პრევენციისათვის, ცხვირის სპრეი შეიმუშავა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ Osaka Metropolitan University წერს.

სამედიცინო კომპანია Medilabo RFP იაპონელმა პროფესორმა, ტაკამი ტომიამამ ოსაკას უნივერსიტეტის მეცნიერებთან ერთად დააარსა. 

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ცხვირის სპრეი ხელს უშლის ნეიროდეგენერადაციული დაავადებების განვითარებას. 

პრეპარატი ჯერ დამტკიცებული არ არის, მაგრამ მღრღნელებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ იგი ასაკთან დაკავშირებული დემენციის პრევენციისათვის საუკეთესო საშუალებაა.

თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა დაადასტურა, რომ პრეპარატის ერთთვიანი კურსის შემდეგ ტვინში საშიში ცილების დაგროვება პრაქტიკულად შეჩერდა.  სპრეის ადამიანებზე გამოცდა უახლოეს მომავალშია დაგეგმილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system