თავში

დღეს დედამიწაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი

დღეს დედამიწაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი
დღეს დედამიწაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი

დედამიწას მაგნიტური ქარიშხალი უახლოვდება. გეომაგნიტური აქტივობა 12 ოქტომბრამდე გაიზრდება, რამაც ზოგიერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შეიძლება გავლება მოახდინოს.

ამის მიზეზი მზეზე ფართომასშტაბიანი აფეთქებაა, რომელიც 9 ოქტომბერს დაფიქსირდა. 

შეერთებული შტატების ეროვნული ოკეანოგრაფიული და ატმოსფერული ადმინისტრაციის კოსმოსური ამინდის პროგნოზირების ცენტრის მონაცემების თანახმად, დედამიწაზე ზემოქმედება  11 ოქტომბრის დღის მეორე ნახევარში დაიწყება და 12 ოქტომბრამდე შენარჩუნდება.

ცნობისთვის, მაგნიტური ქარიშხალი მზის აქტივობით არის გამოწვეული. აღსანიშნავია, რომ მაგნიტური ქარიშხლების გამო ყველაზე ცუდად თავს იგრძნობენ გულ-სისხლძარღვთა და სახსრების დაავადებებისა მქონე, ასევე ჰიპერტონიისადმი მიდრეკილი, მეტეოდამოკიდებული და ფსიქოემოციურად არასტაბილური ადამიანები, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემებს, ამა თუ იმ დონით, აბსოლუტურად ყველა შეიგრძნობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system