თავში

დღეს ზარმაცას საერთაშორისო დღეა - VIDEO

დღეს ზარმაცას საერთაშორისო დღეა - VIDEO
დღეს ზარმაცას საერთაშორისო დღეა  - VIDEO

დღეს სიზარმაცის უფლება ყველას გაქვთ, რადგან მსოფლიო ზარმაცას საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

ეს ცხოველი დედამიწაზე ყველაზე ნელი ძუძუმწოვარია. მას შეუძლია ერთი ფოთოლი მთელი დღის განმავლობაში ჭამოს. თუმცა, მისი დღე ჩვეულებრივზე გაცილებით მოკლეა. National Geographic-ის მონაცემებით, მას 15-20 საათის განმავლობაში სძინავს და როცა ფხიზლობს, მაშინაც არ გამოირჩევა აქტიურობით. განსაკუთრებულად შენელებული მეტაბოლიზმის გამო ცხოველის ორგანიზმი მომართულია ენერგიის რადიკალური დაზოგვისაკენ. ამიტომაც, მისი ტემპი არა სიზარმაცის მაჩვენებელი, არამედ ცოცხლად დარჩენისთვის აუცილებელი პირობაა. 

ზარმაცა ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ტყეებში, ხეებზე ცხოვრობს. იკვებება ხილით, ბალახითა და ფოთლებით. ტოტზე ჩამოკიდებულს ღვიძავს, ძინავს, მრავლდება, წყვილდება და მშობიარობს კიდეც. ახალშობილი ზარმაცა 4 თვეს დედის მუცელზე მიკრული ატარებს, თუმცა არც შემდგომ პერიოდში მიდის შორს.

ამ ცხოველის ზოგიერთ სახეობას თავის 360 გრადუსით შემოტრიალებაც კი შეუძლია. როგორც მეცნიერები ამბობენ, არსებობდა ზარმაცას ჯიში, რომელიც სპილოს ზომისაც კი იყო, თუმცა დღეს ასეთი ეგზემპლარები აღარ გვხვდება. 

ფსიქოლოგები იმასაც ამბობენ, რომ ზარმაცაზე დაკვირვებას ადამიანებში სიმშვიდე და ემოციური ბალანსი მოაქვს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system