თავში

დიაბეტიანებისთვის მკურნალობის ახალი მეთოდი შეიქმნა

დიაბეტიანებისთვის მკურნალობის ახალი მეთოდი შეიქმნა
დიაბეტიანებისთვის მკურნალობის ახალი მეთოდი შეიქმნა

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს პრეპარატი, რომელიც დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს გულის შეტევის შემთხვევაში  მისი ფუნქციონირების გაუმჯობესებაში დაეხმარება. ამის შესახებ უცხოური სამედიცინო გამოცემა წერს. 

გამოცემის ცნობით, პრეპარატი" მოლიდუსტატი", შესაძლოა, დიაბეტის მქონე ადამიანებში გულის უკმარისობის განვითარების პრევენციისთვის წარმატებით იქნას გამოყენებული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მას ცილის დონის გაზრდა შეუძლია, რაც ჟანგბადის უკმარისობის დროს გულის უჯრედების გადარჩენას უზრუნველყოფს.

მკვლევრებმა ცდა თაგვებზე ჩაატარეს. შედეგად დადასტურდა, რომ მას შემდეგ, რაც მღრღნელებს პრეპარატი "მოლიდუსტატი" მისცეს, გულმა ფუნქციონირება შეუფერხებლად განაგრძო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system