თავში

ძაღლების უფლებებს საკანონმდებლო დონეზე დაიცავენ

ძაღლების უფლებებს საკანონმდებლო დონეზე დაიცავენ
ძაღლების უფლებებს საკანონმდებლო დონეზე დაიცავენ

იტალიის იუსტიციისა და მართლმსაჯულების საპარლამენტო კომისიაში განსახილველად კანონპროექტი შევიდა, რომელშიც გაწერილია, რომ „შინაური ცხოველები ნივთები კი არა, ცოცხალი არსებები არიან. დოკუმენტის მიხედვით, დამტკიცების შემთხვევაში, შინაური ძაღლების უფლებები ბავშვების უფლებებს გაუთანაბრდება.

კანონპროექტის ავტორები ორი ქალი-დეპუტატია, რომელთაგან ერთ-ერთი მმართველ პარტიას წარმოადგენს. მათი თქმით, კანონი ასევე ძაღლებისთვის აუქმებს შეზღუდვებს ისეთ დაწესებულებებში შესვლაზე, როგორიცაა საჯარო დაწესებულებები, სკოლები, მუნიციპალური ტრანსპორტი და ეკლესიები. ამრიგად, ძაღლები პატრონებთან ერთად საკვირაო ლიტურგიაზე დასწრებასაც შეძლებენ.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში ცვლილებები ადმინისტრაციულ კოდექსშიც შევა, სადაც შინაური ცხოველების სტატუსი ასე განისაზღვრება: არსებები, რომელთაც გრძნობები აქვთ. შესაბამისად პატრონები ვალდებულები იქნებიან, მათი ღირსეული ცხოვრების, ჯანმრთელობისა და არსებობის უფლებები უზრუნველყონ და დაიცვან.

კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ პატრონის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ნათესავები ვალდებულები იქნებიან, ძაღლზე მეურვეობა ითავონ.

კანონპროექტი სპეციალურ სამსახურებში მომუშავე ძაღლებსაც ეხება. მაგალითად, საპოლიციო ძაღლებს, პენსიაზე გასვლის შემდეგ, სპეციალურ ყოველთვიურ ფინანსურ უზრუნველყოფას დაუნიშნავენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system