თავში

ძვირადღირებული საჩუქრების გამო მიტოვებული გოგონა, რომელმაც შეყვარებული მამას დაუთმო

ძვირადღირებული საჩუქრების გამო მიტოვებული გოგონა, რომელმაც
ძვირადღირებული საჩუქრების გამო მიტოვებული გოგონა, რომელმაც შეყვარებული მამას დაუთმო

ბრიტანელი მილიონერების 21 წლის შვილი საფრონ დრიუთ-ბერლოუ შეყვარებულმა ძვირადღირებული საჩუქრების გამო მიატოვა, რომელთაც მის ახალგაზრდა ქალის ოჯახში ერთმანეთს ჩუქნიდნენ. ამის შესახებ გამოცემა The Sun წერს.

გოგონა ორი გეის სკანდალურ ოჯახში დაიბადა. ეს ბრიტანეთში პირველი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წყვილი იყო, რომელმაც მამების ოფიციალური სტატუსის მიღება შეძლო.

მილიონერების მემკვიდრემ შეყვარებული "Tinder-ში გაიცნო". მათი ურთიერთობა 2 თვეს გრძელდებოდა. საფრონი ფუფუნებაში გაიზარდა და ორ კვირაში ერთხელ შეყვარებულს 600 დოლარის ღირებულების ფეხსაცმელს ჩუქნიდა. შეყვარებულს მისი ქონება დისკომფორტს უქმნიდა, რის გამოც მან ქალთან ურთიერთობა გაწყვიტა.

"მან გამოაცხადა, რომ შობაზე ჩვენთვის ძვირადღირებულ საჩუქრებს ვერ იყიდის", - განაცხადა საფრონმა.

დრიუით-ბარლოუების ოჯახი სკანდალებში პერიოდულად ეხვევა. 1999 წელს ბარი და მისმა მეუღლე, ტონი ბრიტანეთში პირველი გეი-წყვილი გახდა, რომელთაც სუროგატმა დედამ შვილები გაუჩინა. 

ტყუპები - გოგონა შაფრანი და ბიჭი ასპენი ერთი კვერცხუჯრედიდან არიან, ბიოლოგიურად კი ერთი ბავშვის მამა ბარია, მეორესი - ტონი. მამაკაცები არასოდეს ამხელენ, ვინ რომლის ნამდვილი მშობელია, რათა ერთიანი მეურვეობა შეინარჩუნონ. წყვილს ასევე ვაში ორლანდო და სხვა ტყუპები - ჯასპერი და დალასიც ჰყავთ. ყველა ერთად უზარმაზას მდიდრულ სასახლეში ცხოვრობდა. მამაკაცების ბიზნესი სუროგატულ დედობას უკავშირდება და მათი ქონება 40 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

2020წ წელს ბარი და ტონი დაშორდნენ. 50 წლის ბარის ახალი შეყვარებული 25 წლის სკოტ ჰაჩინსონი გახდა. სკანდალის ცენტრში ბარი და მისი ახალი პარტნიორი კი იმიტომ აღმოჩნდნენ, რომ სკოტი მანამდე მის შვილს, 20 წლის შაფრანს ხვდებოდა.

მოგვიანებით ბარიმ გამოაცხადა, რომ ის და სკოტი დაინიშნენ.

თავად შაფრანი კი აცხადებდა, რომ მამისა და ყოფილი შეყვარებულის ურთიერთობა არ აღელვებს, თუკი ორივე ბედნიერია.

2020 წლის ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ ბარი და სკოტი სუროგატი დედისგან ბავშვს ელოდება, ტონი, ბარის ყოფილი ქმარი კი ბავშვის ნათლია გახდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system