თავში

ექიმები COVID-19-ის "ბრიტანული" შტამის 5 ახალ სიმპტომს ასახელებენ

ექიმები COVID-19-ის "ბრიტანული" შტამის 5 ახალ სიმპტომს ასახელებენ
ექიმები COVID-19-ის ბრიტანული შტამის 5 ახალ სიმპტომს ასახელებენ

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ბრიტანულმა ცენტრმა COVID-19-ის ახალი შტამისათვის დამახასიათებელი დამატებითი ხუთი სიმპტომი გამოავლინა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Express წერს.

გამოცემის ცნობით,  სიმპტომების ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:

- სუნთქვის გაძნელება;

- ტკივილი გულ-მკერდის არეში;

- გონების დაბინდვა; 

- რთულად გაღვიძება;

- სახისა და ტუჩების გალურჯება. 

ბრიტანელი მეცნიერები გვირჩევენ, ამ სიმპტომების გამოვლენისას ექიმთან კონსულტაცია გავიაროთ. 

შეგახსენებთ, COVID-19-ის ძირითადი სიმპტომებია მაღალი სიცხე, გახანგრძლივებული ხველა და გემოსა და ყნოსვის დაკარგვა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის ჰანს კლუგეს განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი ევროპის რვა ქვეყანაში დაფიქსირდა.

ამასთან, COVID-19-ის ახალი გავრცელების შესახებ დღეს იაპონიამ, საფრანგეთმა და ესპანეთმაც დაადასტურეს.

შეგახსენებთ, ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ COVID-19-ის ახალი შტამი, რომელიც დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს, უფრო გადამდებია. ხოლო, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მუტირებული ვირუსი 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე თავდაპირველი შტამი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system