თავში

ექიმები კოვიდ-ინფიცირებულებს "ყნოსვით ვარჯიშებს" ურჩევენ - BBC

ექიმები კოვიდ-ინფიცირებულებს "ყნოსვით ვარჯიშებს" ურჩევენ - BBC
ექიმები კოვიდ-ინფიცირებულებს ყნოსვით ვარჯიშებს ურჩევენ - BBC
© Getty Images

მკვლევრები კორონავირუსით ინფიცირებულ პირებს დაკარგული ყნოსვის აღსადგენად სპეციალური ვარჯიშების გაკეთებას ურჩევენ. ამის შესახებ გამოცემა BBC წერს.

გამოცემის ცნობით, "ყნოსვითი ვარჯიშების" გაკეთება სტეროიდების მიღებაზე უმჯობესია, რასაც კოვიდ-ინფიცირებულები ყნოსვის აღდგენის მიზნით მიმართავენ. 

"ყნოსვითი ვარჯიშები" თვეების განმავლობაში სხვადასხვა სურნელის ძლიერად შესუნთქვას მოიცავს, რაც ტვინს მის გახსენებაში ეხმარება. 

საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ "ყნოსვითი ვარჯიშები" მარტივი და ბიუჯეტურია. ამასთან, სტეროიდებისგან მიღებისგან განსხვავებით,  პოტენციური გვერდითი ეფექტებისგან დაცულები ვართ.

ყნოსვის დაკარგვა კორონავირუსის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. უმეტეს შემთხვევაში დაავადება გადატანილ პირებს ყნოსვა გამოჯანმრთელების შემდეგ მალევე უბრუნდებათ. ზოგ შემთხვევაში ეს პროცესი 8 კვირამდე გრძელდება, იშვიათ შემთხვევაში კი ყნოსვის სრულყოფილად აღსადგენად გაცილებით დიდი დრო არის საჭირო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system