თავში

ელექტრონული სიგარეტი იმპოტენციის რისკს აორმაგებს

ელექტრონული სიგარეტი იმპოტენციის რისკს აორმაგებს
ელექტრონული სიგარეტი იმპოტენციის რისკს აორმაგებს

კლასიკური სიგარეტის ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენა კარგად არის შესწავლილი. ხოლო, ელექტრონული სიგარეტის გრძელვადიანი ეფექტები ჯერ კიდევ კვლევის საგანია. Report.ge-ის ცნობით, American Journal of Preventative Medicine-ის ბოლო პუბლიკაცია ელექტრონული სიგარეტის გამოყენებასა და ერექციულ დისფუნქციას შორის კავშირს ეძღვნება.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებიც ელექტრო სიგარეტის მეშვეობით ნიკოტინს ყოველდღიურად იღებდნენ, იმპოტენციას ორჯერ უფრო ხშირად უჩიოდნენ, ვიდრე ისინი ვისაც ის არასდროს გამოუყენებიათ. 

მწეველებისთვის ეს კლასიკური პრობლემაა - ქიმიკატები უარყოფითად მოქმედებს ერექციის შესანარჩუნებლად საჭირო სისხლის ნაკადზე.

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის გროსმანის მედიცინის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა, ომარ ელ-შაჰავიმ განაცხადა, რომ მწეველებში ერექციული დისფუნქცია საკმაოდ ხშირია.

„უკვე ხუთი ათეული წელია მამაკაცების ჯანმრთელობაზე მოწევის ეფექტს შევისწავლით. ელექტრონული სიგარეტი შედარებით ახალი საკითხია და გვიხარია, რომ მისი გავლენის შესწავლის შესაძლებლობა მოგვეცა”, - განმარტავს კვლევის ავტორი. 

მკვლევარებმა 45 971 ადამიანის მონაცემები შეისწავლეს. მთლიანი მასიდან, მამაკაცების 4,8% პერიოდულად ეწეოდა ელექტრო სიგარეტს, 2,1% კი ყოველდღიურად. ელექტრონული სიგარეტის მომხმარებლებში ერექციული დისფუნქციის შემთხვევები ორჯერ უფრო ხშირი იყო, ვიდრე არამწეველებში.  

„ნიკოტინი ნებისმიერი ფორმით მავნებელია. ელექტრო სიგარეტს კი ადამიანის ორგანიზმისთვის მაღალი შემცველობის ნიკოტინის მიწოდება შეუძლია", - განმარტავს ნაშრომის ავტორი.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ კვლევის ფიზიკურად უფრო აქტიურ მონაწილეებს  ერექციის პრობლემები ნაკლებად აღენიშნებოდათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system