
"ელენის შოუ" დროებით შეჩერდა. ამის შესახებ ამერიკელმა ტელე-ვარსკვლავმა Twitter-ზე დაწერა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ყველამ შევიტანოთ წვლილი პანდემიასთან ბრძოლაში.
"ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, შოუს წარმოება 30 მარტამდე შევაჩეროთ. ჩვენ გვინდა მივმართოთ ყველა პრევენციულ ზომას და დავრწმუნდეთ, რომ წვლილი შეგვაქვს საყოველთაო ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. მიყვარხართ და ერთი სული მაქვს, როდის დავბრუნდები. უკვე მოვიწყინე", - დაწერა ელენმა სოციალურ ქსელში.
Hey there. Me again. So, after some more thought, we have decided to suspend production completely until March 30th. We just want to take every precaution to ensure that we do our part to keep everyone healthy. I love you guys, and canât wait to come back. Iâm already bored.
— Ellen DeGeneres (@TheEllenShow) March 13, 2020
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ინფიცირებულთა რიცხვმა 3 043 შეადგინა. გასული დღე-ღამის განმავლობაში დაინფიცირდა 100, ხოლო, გარდაიცვალა 7 ადამიანი. ახალი კორონავირუსის პანდემიას სულ 60 ადამიანი ემსხვერპლა.