თავში

ელიზაბეტ II-ის ფოტო აუქციონზე გაიყიდება

ელიზაბეტ II-ის ფოტო აუქციონზე გაიყიდება
ელიზაბეტ II-ის ფოტო აუქციონზე გაიყიდება

18 წლის პრინცესა ელიზაბეთის და მისი დის, 14 წლის პრინცესა მარგარეტის ფოტო, რომელიც 1944 წელს უინძორის ციხესიმაგრეში არის გადაღებული, აუქციონზე გაიტანეს.  Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ გამოცემა Daily Star წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ფოტოსურათი ოჯახურ არქივში 80 წლის განმავლობაში ინახებოდა.

ფოტოზე სამხედრო მოსამსახურეებისა და ადგილობრივი ბავშვებისათვის მიძღვნილი სპექტაკლის მონაწილეები არიან გამოსახულნი. სპექტაკლში პატარა ელიზაბეტმა ლედი კრისტინა შერვუდი განასახიერა, ხოლო მარგარეტმა ლუსინდა ფეირფაქსის როლი მოირგო.

სპექტაკლში ასევე თამაშობდნენ პრინცესების ბიძაშვილები და სხვა ნათესავები.

ფოტოზე ელიზაბეთი სცენის ცენტრთან მბზინავ სამოსში დგას, გვერდით კი მარგარეტი უდგას ელეგანტურ თეთრ კაბაში. გოგონებს გარს აკრავს მხატვრები უინდსორის ციხესიმაგრისა და უინძორის სამეფო სკოლის თემიდან, ხოლო მათ წინ სამეფო ცხენების გვარდიის ბენდი დგას, რომლებიც წარმოდგენას მუსიკალურ აკომპანემენტს უწევენ.

ფოტოს გადაღებიდან ცხრა წლის შემდეგ, პრინცესა ელიზაბეტი დედოფალი გახდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system