თავში

ესპანეთი COVID-19-ის ჩვეულებრივ გრიპად გამოცხადებას გეგმავს

ესპანეთი COVID-19-ის ჩვეულებრივ გრიპად გამოცხადებას გეგმავს
ესპანეთი COVID-19-ის ჩვეულებრივ გრიპად გამოცხადებას გეგმავს

ესპანეთის ხელისუფლება კორონავირუსის ახალი შემთხვევების მონიტორინგის სისტემაზე უარს იტყვის. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას El Pais ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ესპანეთის მთავრობა  ევროკავშირს მოუწოდებს, რომ კორონავირუსს ჩვეულებრივი "გრიპივით“ მიუდგეს. 

ეს ცვლილება გულისხმობს, რომ ქვეყანა გეგმავს, COVID-19-ს მიუდგეს, როგორც „ენდემურ დაავადებას“ და არა პანდემიას. ესპანეთის ჯანდაცვის ორგანოები აღნიშნულ ცვლილებაზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობენ და გეგმავენ, კოვიდ მეთვალყურეობა ეტაპობრივად გააუქმონ.

ცვლილების არსია შეიქმნას სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სისტემა, განაწილებული საკვანძო პუნქტებზე, რათა მოხდეს დაავადების გავრცელების გამოთვლა არა რაოდენობრივად, არამედ ექსტრაპოლაციით. მეთოდი გულისხმობს არსებულ მონაცემებიდან გამომდინარე, ტენდენციის აღმოჩენას, და მის გაგრძელებას მომავალში.

ახალ სისტემაზე გადასვლის ზუსტი დრო ცნობილი არ არის, მაგრამ, სავარაუდოდ, მისი შემოღება მეექვსე ტალღის შემდეგ მოხდება. 

თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ესპანეთის გეგმას არ ეთანხმებიან  და კორონავირუსი ენდემურ დაავადებად არ უნდა ჩაითვალოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system