თავში

ესპანეთში "ტირილის ოთახი" შეიქმნა

ესპანეთში "ტირილის ოთახი" შეიქმნა
ესპანეთში ტირილის ოთახი შეიქმნა

ესპანეთში, კერძოდ ქალაქ მადრიდში, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების სტიგმატიზაციასთან გამკლავების მიზნით, ე,წ, "ტირილის ოთახი" შექმნეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

ესპანური მედიის ცნობით,  ეს არის განსაკუთრებული ადგილი, სადაც ყველას შეუძლია იტიროს და სპეციალისტის დახმარება მიიღოს.

პროექტის ავტორებს სურთ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის განხილვა, ემოციების გამოხატვა და დახმარების აღმოჩენის სურვილი ტაბუირებული აღარ იყოს.

"ტირილის ოთახი" დაყოფილია რამდენიმე ზონად, რათა შენობაში მყოფმა პირებმა ერთმანეთს "ხელი არ შეუშალონ".

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა  ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამებისთვის 100 მილიონი ევრო გამოყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system