თავში

ExoMars-ის როვერმა მარსზე მეთანს ვერ მიაკვლია

ExoMars-ის როვერმა მარსზე მეთანს ვერ მიაკვლია
ExoMars-ის როვერმა მარსზე მეთანს ვერ მიაკვლია

ევროპის კოსმოსური სააგენტოს ორბიტალურმა ზონდმა ExoMars-მა, რომელიც სპეციალურად შეიქმნა მარსის ატმოსფეროს შესასწავლად, წითელ პლანეტაზე მეთანის კვალი ვერ იპოვა. 

მანამდე, ამერიკელმა მარსმავალმა Curiosity-მ მარსზე მეთანის მოლეკულები რამდენჯერმე შენიშნა. წითელ პლანეტაზე მეთანის აღმოჩენამ სპეციალისტების დიდი ინტერესი გამოიწვია. ხმელეთის პირობებში, მას ძირითადად ბაქტერიები აწარმოებენ და მარსზე მისი არსებობა შეიძლება კიდევ ერთი არაპირდაპირი მანიშნებელი იყოს იმისა, რომ იქ სიცოცხლე არსებობდა. ამასთან, მეთანი შეიძლება წარმოიშვას ზოგიერთი გეოლოგიური პროცესის დროსაც. 

მეცნიერები იმედოვნებდნენ, რომ ExoMars მეთანის კვალს აღმოაჩენდა. თუმცა, მეცნიერების მოლოდინი არ გამართლდა. 

”2016 წელს, როდესაც Trace Gas Orbiter მისია დაიწყო,  ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მცირე რაოდენობით მეთანი  მარსზე აღმოჩნდებოდა”, - ამბობს კრის ვებსტერი, NASA-ს  წამყვანი ოპერაციების ოფიცერი.

”როდესაც ევროპის გუნდმა გამოაცხადა, რომ ExoMars-მა მეთანს ვერ მიაკვლია მე უბრალოდ შოკირებული ვიყავი”, - დასძინა მან.

აღნიშნულ საკითხზე მეცნიერები იმსჯელებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system