თავში

ფეისბუქმა იყიდა სტარტაპი, რომელიც ფოტოს გადაღების ზუსტ ადგილს ადგენს

ფეისბუქმა იყიდა სტარტაპი, რომელიც ფოტოს გადაღების ზუსტ ადგილს ადგენს
ფეისბუქმა იყიდა სტარტაპი, რომელიც ფოტოს გადაღების ზუსტ ადგილს ადგენს

Facebook-მა იყიდა ლონდონში შექმნილი სტარტაპი Scape Technologies, რომელსაც შეუძლია დაადგინოს, ზუსტად რა ადგილას არის გადაღებული ფოტო ან ვიდეო. ხელოვნური ინტელექტის მქონე ვიზუალური პოზიციონირების სისტემას შეუძლია სურათი 3D რუკაზე დაიტანოს. შესაბამისად, მომხმარებელს შეუძლია ზუსტად გაიგოს, თუ სად არის მასზე გამოსახული შენობა ან სივრცე. 

ამ დრომდე უცნობია, რისთვის გამოიყენებს სოციალური ქსელი ახალ ტექნოლოგიას. თუმცა, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მის ჩამონტაჟებას დამატებითი რეალობის სათვალეებში გეგმავენ. ამ ვარაუდის გამართლების შემთხვევაში, მომხმარებელს საშუალება ექნება გადაადგილდეს დანიშნულების წერტილამდე მხოლოდ შენობების დათვალიერებით. ტექნოლოგია მას მიუთითებს, თუ საით უნდა იმოძრაოს, რათა ფოტოზე ან ვიდეოზე აღბეჭდილ ადგილას მოხვდეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system