თავში

Ferrari-მ საიუბილეო ლოგო შექმნა

Ferrari-მ საიუბილეო ლოგო შექმნა
Ferrari-მ საიუბილეო ლოგო შექმნა

იტალიურმა ავტომწარმოებელმა კომპანია Ferrari-იმ სპეციალური  საიუბილეო ლოგო შექმნა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაცია მწარმოებლის ვებგვერდზე ვრცელდება. 

მომავალ წელს კომპანიას დაარსებიდან 75 წლის იუბილე აქვს. 

ახალი ლოგო მარანელოში მდებარე კომპანიის ქარხანაში შეიქმნა და ათასობით დეტალის მოზაიკას წარმოადგენს. ლოგოზე  კომპანიის ცნობილი შავი ცხენი ვერცხლისფერ ფონზეა გამოსახული.

ენცო ფერარიმ კომპანია მარანელოში, 1947 წელს დააარსა და თითქმის, მაშინვე გრან პრიზე რბოლა დაიწყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system