თავში

ავსტრალიელმა 53 კილოგრამი კარტოფილის წყალობით დაიკლო

ავსტრალიელმა 53 კილოგრამი კარტოფილის წყალობით დაიკლო
ავსტრალიელმა 53 კილოგრამი კარტოფილის წყალობით დაიკლო

ავსტრალიელმა ენდრიუ ტეილორმა 150 კილოგრამი მოიმატა, რაშიც ფასტ-ფუდსა და გაზიან სასმელს ადანაშაულებდა. მამაკაცმა საკუთარი თავის ხელში აყვანა გადაწყვიტა და დიეტაზე დაჯდა. ენდრიუ მხოლოდ კარტოფილით იკვებებოდა და შედეგად ერთ წელიწადში 53 კილოგრამის დაკლება მოახერხა.

ავსტრალიელი პიურეს ამზადებდა, კარტოფილს ღუმელში ზეთის გარეშე წვავდა ან ხარშავდა.

ექსპერიმენტი ექიმების მეთვალყურეობით მიმდინარეობდა.

ენდრიუს თქმით, დიეტა მას სახსრების ეკონომიის საშუალებასაც აძლევდა, სულ მალე კი ის საერთოდ უფასოდაც იკვებებოდა. სუპერმარკეტების ერთ-ერთმა ქსელმა მის შესახებ შეიტყო და კარტოფილს უფასოდ აწვდიდა.

ამჟამად მამაკაცი დიეტას განაგრძობს. მან რესტორანი გახსნა, სადაც სტუმრებს კარტოფილისგან მომზადებულ კერძებს სთავაზობენ. ტეილორმა წიგნიც დაწერა, რომელშიც საკუთარ მაგალითზე მკითხველს უხსნის, როგორ უნდა დაძლიონ კვებისადმი დამოკიდებულება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system