თავში

ფლორიდაში ავტომობილის მინაში კუ შევარდა

​ფლორიდაში ავტომობილის მინაში კუ შევარდა
ფლორიდაში ავტომობილის მინაში კუ შევარდა
© ​Mirror

ფლორიდაში ერთ-ერთი ავტომობილის საქარე მინაში კუ შევარდა. შედეგად პენსიონერი ქალი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Mirror ავრცელებს.

დაშავებული და მისი ქალიშვილი, რომელიც საჭესთან იჯდა, შოკირებულები იყვნენ, რადგან ვერ მიხვდნენ, როგორ მოხვდა კუ გზაზე.

ვარაუდობენ, რომ კუ ჰაერში მეორე ავტომობილთან შეჯახების შედეგად აღმოჩნდა.

პენსიონერი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ინციდენტის შედეგად კუ არ დაშავებულა. მას მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელო ნაკაწრი აქვს. მოგვიანებით კუ ტყეში გაუშვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system