თავში

გალაქტიკის ცენტრიდან უცნობი რადიო სიგნალები მოდის

გალაქტიკის ცენტრიდან უცნობი რადიო სიგნალები მოდის
გალაქტიკის ცენტრიდან უცნობი რადიო სიგნალები მოდის

გალაქტიკის ცენტრიდან რადიო სიგნალები მოდის, მაგრამ აღმოჩენილი ობიექტი ჯერ კიდევ არ არის კლასიფიცირებული. ამის შესახებ სამეცნიერო გამოცემა Sciencealert წერს.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს გალაქტიკის ცენტრის მახლობლად მდებარე რადიო სიგნალების წყარო, რომელსაც სახელწოდება ASKAP J173608.2-321635 მიენიჭა. ჯერჯერობით, ასტრონომებმა ვერ შეძლეს იმის დადგენა, თუ საიდან მოდის ეს სიგნალები.

რადიო სიგნალების ახალი წყარო ავსტრალიის რადიო ინტერფერომეტრის ASKAP გამოყენებით აღმოაჩინეს, რომელიც ერთ ინტერფერომეტრში გაერთიანებულ 36 ანტენის კომპლექსს მოიცავს. 

როგორც მეცნიერები აცხადებენ, რადიო სიგნალების წყარო ძალიან არასტაბილურია, ზოგჯერ რადიოტალღები კვირაობით შეინიშნება, შემდეგ კი უცებ ქრება. სიგნალი ასევე ძალიან პოლარიზებულია, ანუ ელექტრომაგნიტური ტალღის რხევის ორიენტაცია დამახინჯებულია როგორც ხაზობრივად, ასევე წრიულად.

საერთო ჯამში, მართლაც ძნელი გასარკვევია, რა შეიძლება იყოს ამ სიგნალთა წყარო. არსებობს ვარსკვლავთა რამდენიმე ტიპი, რომლებიც რადიო ტალღის სიგრძეებში ცვალებადია, მაგალითად, ის ვარსკვლავები, რომლებზეც ხშირად ხდება ამოფრქვევები, ანდაც ერთმანეთთან ახლოს მოძრავი წყვილური (ბინარული) ვარსკვლავები აქტიური ქრომოსფეროთი; ასევე შესაძლებელია ისეთ ვარსკვლავთა წყვილიც, რომლებიც ერთმანეთის გარშემო მოძრაობისას, ერთმანეთს აბნელებენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც რენტგენულ და ახლო-ინფრაწითელ დიაპაზონში ვერაფერი დაფიქსირდა, ეს ვარიანტები ნაკლებად სავარაუდოა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system