თავში

განგაში სკოლებში - რუსულ სოფელში პოლარული დათვები შეიჭრნენ

განგაში სკოლებში - რუსულ სოფელში პოლარული დათვები შეიჭრნენ
განგაში სკოლებში - რუსულ სოფელში პოლარული დათვები შეიჭრნენ

რუსეთის ჩრდილოეთით, ჩუკოტკის სოფელ რირკაიპიში განგაში გამოცხადდა. როგორც BBC წერს, სოფელში 56 პოლარული დათვის შეჭრის გამო ყველა სახის საჯარო ღონისძიება გაუქმდა, სკოლებს კი გაძლიერებულად იცავენ.

გარემოსდამცველები ცხოველების სოფელთან გამოჩენას კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ. გლობალური დათბობის გამო ნაპირთან ყინული სუსტია, რაც ცხოველებს ნადირობას ურთულებს. ამის გამო დათვებს საკვების ძებნა ზღვის ნაცვლად სოფლებში ურჩევნიათ. ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ ბოლო დროს მსგავსი შემთხვევების გახშირების გამო სოფელი უნდა დაიცალოს.

პოლარული დათვები ჩვეულებრივ რირკაიპიდან 2.2 კილომეტრის მანძილზე ცხოვრობენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system