თავში

განქორწინებული მამაკაცებისთვის თავშესაფრებს გახსნიან

​განქორწინებული მამაკაცებისთვის თავშესაფრებს გახსნიან
განქორწინებული მამაკაცებისთვის თავშესაფრებს გახსნიან

იტალიაში განქორწინებული მამაკაცებისთვის, რომლებიც საცხოვრებელი ფართების გარეშე დარჩნენ, თავშესაფრებს გახსნიან.

ამ გზით ხელისუფლება იმ ადამიანთა დახმარებას გეგმავს, ვისაც პრობლემა განქორწინების შედეგად შეექმნა.

სტატისტიკის მიხედვით, იტალიაში განქორწინების შემთხვევების 60%-ში, საცხოვრებელი ბინები და სახლები ყოფილ ცოლებს რჩება. გარდა ამისა, მამაკაცი ვალდებულია, შვილებს და ყოფილ მეუღლეს საკმაოდ სოლიდური ალიმენტები გადაუხადოს, რათა მათი ცხოვრების დონე არ შეიცვალოს. შედეგად, მამაკაცებს ხშირად საყოფაცხოვრებო პრობლემები ექმნებათ და ისინი საცხოვრებლის გარეშე რჩებიან.

თავშესაფარში დარჩენას განქორწინებულები მაქსიმუმ ერთი წლის განმავლობაში შეძლებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system