თავში

გაცნობის აპლიკაცია კარანტინში მყოფებისთვის

გაცნობის აპლიკაცია კარანტინში მყოფებისთვის
გაცნობის აპლიკაცია კარანტინში მყოფებისთვის

CNN-ის ცნობით, ამერიკელმა პროგრამისტებმა დენიელ აჰმადიზადემ და კრისტოფერ სმედერმა კარანტინში მყოფებისთვის გაცნობის ახალი აპლიკაცია შექმნეს.  

Quarantine Together-ი აშშ-ში 8 მარტიდან ამუშავდა და მომხმარებლის სიმცირეს არ უჩივის.

„გვინდოდა რაღაც ისეთი შეგვექმნა, რაც ხალხს დაეხმარებოდა კარანტინში ყოფნისას მოწყენილობის დაძლევაში“, - განმარტავს აჰმადიზადე.

აპლიკაცია ყოველდღე, საღამოს 6 საათზე მომხმარებლებს ეკითხება დაიბანეს თუ არა მათ ხელები. თუ პასუხი დადებითია, მათ ტექსტური შეტყობინების მეშვეობით სხვა მომხმარებლებთან დაკავშირების საშუალება ეძლევათ. შეტყობინების გაცვლიდან 15 წუთში კი მომხმარებლებს ვიდეოჩატის ფორმატში შეუძლიათ ურთიერთობის გაგრძლება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system