თავში

გერმანიაში 3D პრინტერით პირველი საცხოვრებელი სახლი შეიქმნა - PHOTO

გერმანიაში 3D პრინტერით პირველი საცხოვრებელი სახლი შეიქმნა
გერმანიაში 3D პრინტერით პირველი საცხოვრებელი სახლი შეიქმნა - PHOTO

ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური სახელმწიფოს მშენებლობის მინისტრმა, ინა შარენბახმა 3D პრინტერით შექმნილი პირველი საცხოვრებელი სახლი ოფიციალურად გახსნა.

როგორც გერმანული გამოცემა Deutsche Welle წერს, მშენებლობის ახალი მეთოდი დროის დაზოგვას და „სამშენებლო პროცესების ოპტიმიზაციას“ გულისხმობს. ინდუსტრიაში კვალიფიციური კადრების ნაკლებობის გათვალისწინებით, ამ მეთოდს, ექსპერტების აზრით, ბევრი უპირატესობა აქვს, განსაკუთრებით ახალი ობიექტებისთვის უჩვეულო არქიტექტურული ფორმების არჩევისას.

3D პრინტერით შექმნილი პირველი საცხოვრებელი სახლი  ორსართულიანია, ხოლო მისი საცხოვრებელი ფართი - 160 კვადრატული მეტრია. გერმანიის ოფიციალური პირების განცხადებით, პრინტერს ხუთ წუთში შეუძლია ააშენოს ერთი კვადრატული მეტრი.

ჟურნალ Spiegel–ის თანახმად, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალურმა შტატმა პროექტი  200 ათასი ევროს ინვესტიციით დააფინანსა.

3D პრინტერით აშენებული სახლები უკვე არსებობს სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის აშშ-სა და ბელგიაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system