თავში

გერმანიაში უნიკალური უპილოტო მატარებელი წარადგინეს

​გერმანიაში უნიკალური უპილოტო მატარებელი წარადგინეს
გერმანიაში უნიკალური უპილოტო მატარებელი წარადგინეს

გერმანულმა სარკინიგზო ოპერატორმა Deutsche Bahn–მა და Siemens–მა ავტომატური უპილოტო მატარებელი წარადგინეს, რომელიც ჰამბურგის უკვე არსებულ სარკინიგზო სისტემაში იქნება ინტეგრირებული.

ოთხი ასეთი მატარებელი მგზავრების გადაყვანას ჩრდილოეთ გერმანიის ამ ქალაქში დეკემბრიდან დაიწყებს.

Siemens-ისა და Deutsche Bahn-ის პროექტი ჰამბურგის საქალაქო სარკინიგზო სისტემის მოდერნიზაციის პროგრამის ნაწილია, რომელიც 60 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

Siemens–ის აღმასრულებელი დირექტორის როლანდ ბუშის თქმით, ასეთი მატარებლები "მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პუნქტუალურობას და დაზოგავს ენერგიის 30%–ზე მეტს“.

Deutsche Bahn–ის ხელმძღვანელმა რიჩარდ ლუტცმა, თავის მხრივ, დასძინა, რომ ავტომატური მატარებლები „უფრო საიმედოა“.

ამ მატარებლების უნიკალურობა ისაა, რომ ჰამბურგში ისინი არსებული სარკინიგზო ხაზების გასწვრივ, "ჩვეულებრივ" მატარებლებთან ერთად იმოძრავებენ.

ზოგიერთ სხვა ქალაქში, მაგალითად, პარიზში, უპილოტო მატარებლები მხოლოდ მეტროში, ისიც გარკვეულ ხაზებზე მოძრაობს. გარდა ამისა, ასეთი მატარებლები არაერთ აეროპორტში მოკლე მარშრუტებს ემსახურება, თუმცა მხოლოდ სპეციალურ რელსებზე მოძრაობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system