თავში

ღარიბები ხართ, რადგან ამბიცია არ გაგაჩნიათ - მილიარდერების ციტატები

ღარიბები ხართ, რადგან ამბიცია არ გაგაჩნიათ - მილიარდერების ციტატები
ღარიბები ხართ, რადგან ამბიცია არ გაგაჩნიათ - მილიარდერების ციტატები

2021 წელს მილიარდერები კიდევ უფრო გამდიდრდნენ, ნაწილი კი პირიქით - გაღარიბდა. ზოგი მათგანი განქორწინდა და უფრო მეტიც, ზოგმა კოსმოსური ხომალდები დედამიწის ორბიტაზე გაუშვა. Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების გასულ წელს ნათქვამი რამდენიმე საინტერესო ციტატა შეკრიბა. 

ილონ მასკი - "თუ გამამხნევებელი სიტყვები გჭირდებათ, აი ისიც - ნუ წამოიწყებთ სტარტაპს"

SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი, ბიზნესმენი ილონ მასკი მეწარმეებს რევერსული ფსიქოლოგიით ამხნევებს.

„ბევრი მეკითხება: „რა შეგიძლიათ უთხრათ იმ მეწარმეებისთვის, რომლებიც  სტარტაპის დაწყებას ცდილობენ?“ ჩემი პასუხია: „თუ გამამხნევებელი სიტყვები გჭირდებათ,  სტარტაპს ნუ წამოიწყებთ“. ჩემმა მეგობარმა სტარტაპის წამოწყება შუშის ჭამას და უფსკრულში დიდხანს ყურებას შეადარა”, - აცხადებს მასკი.

ჯეფ ბეზოსი - "არავის მისცე უფლება გითხრას ვინ ხარ"

Amazon-ისა და კოსმოსური კომპანია Blue Origin-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი The Washington Post-ისათვის მიცემულ ინტერვიუში საინტერესო რჩევებს იძლევა.

„მოუსმინეთ და იყავით ღია, მაგრამ არავის მისცეთ უფლება გითხრათ ვინ ხართ. დღეს Amazon არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია მსოფლიოში და მოახდინა რევოლუცია ორ ძალიან განსხვავებულ ინდუსტრიაში. 

მე ამისკენ არასდროს ვისწრაფოდი. ასევე, ცუდი არ არის მსოფლიოში მეორე უმდიდრესი  იყო, მაგრამ მე მირჩევნია ვისაუბრო გამომგონებელ ჯეფ ბეზოსზე, ან მეწარმე ჯეფ ბეზოსზე, ან მამა ჯეფ ბეზოსზე - ეს ყველაფერი ჩემთვის უფრო მეტს ნიშნავს. 

მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ სამეწარმეო კაპიტალიზმისა და თავისუფალი ბაზრის შესაძლებლობებში, გადაჭრას მრავალი მსოფლიო პრობლემა. არა ყველა, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან ბევრი", - აცხადებს იგი.

Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი მიიჩნევს, რომ ადამიანის ყველა ძვირფასი უფლება საკუთარი საცხოვრებლის დამოუკიდებლად არჩევის უფლებაა.

"21-ე საუკუნეში ადამიანის  მთავარი უფლება არის უფლება აირჩიოს ქვეყანა, რომელშიც მას სურს ცხოვრება. და ეს არჩევანი შეიძლება შეიცვალოს იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება", - აცხადებს იგი.

Alibaba Group-ის დამფუძნებელი ჯეკ მა კი თვლის, რომ ამბიციებს პროგრესისკენ მივყავართ.

”თქვენ ღარიბი ხართ, რადგან  ამბიციები არ გაგაჩნიათ. თქვენი მომავალი განისაზღვრება თქვენი ამბიციების სიძლიერით. ამბიცია არის ადამიანის თვისება, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს მას ყველაზე სანუკვარი  ოცნებების ახდენაში.

„დღეს,  ვხედავ უამრავ მშვენიერ ახალგაზრდას, რომლებიც ღამით ათას ჭკვიანურ იდეაზე ფიქრობენ, დილით კი დგებიან და იმავე გზას გადიან. საღამოს საკუთარ თავს ეუბნებიან, რომ დილიდან ახალ გზას დაადგებიან, მაგრამ ყოველ დილით ძველს უბრუნდებიან. თუ არ იმოქმედებთ და არ მისცემთ თქვენს ოცნებას ახდენის შანსს, წარმატებას ვერ მიაღწევთ", - ურჩევს იგი ახალგაზრდებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system