თავში

ღორის თირკმელი უკვე ორ ადამიანს გადაუნერგეს

ღორის თირკმელი უკვე ორ ადამიანს გადაუნერგეს
ღორის თირკმელი უკვე ორ ადამიანს გადაუნერგეს

ნიუ -იორკის უნივერსიტეტის NYU Langone Health-ის მეცნიერებმა გენმოდიფიცირებული ღორის თირკმელი კიდევ ერთ ადამიანს გადაუნერგეს. Report.ge-ის ცნობით, შესაბამისი განცხადება უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირველი მსგავსი ოპერაცია დაახლოებით ორი თვის წინ ჩატარდა. 

ქირურგებმა ოპერაციისათვის გენური ინჟინერია გამოიყენეს  და დონორის სახეობაში მცირე ცვლილებები შეიტანეს, რათა ადამიანის ორგანიზმმა ტრანსპლანტი მიიღოს.

მართალია, ოპერაციის დაწყებისას ადამიანის ტვინი უკვე მკვდარი იყო, თუმცა სხვა ორგანოები განაგრძობდნენ ფუნქციონირებას, რის გამოც ითვლება, რომ ოპერაცია წარმატებით დასრულდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system