თავში

გოგრა - შემოდგომის უნიკალური პროდუქტი

გოგრა - შემოდგომის უნიკალური პროდუქტი
გოგრა - შემოდგომის უნიკალური პროდუქტი

გოგრა შემოდგომის განუყოფელი ნაწილია, და ჩემთვის ორივეა, დესერტიც და ძირითადი კერძიც. შემოდგომიდან დაწყებული შუა გაზაფხულამდე, აქტიურად მოვიხმარ. ექსპერტ ნუტრიციონისტების მტკიცებით, გოგრის სწორი გამოყენება წონის კლებას უწყობს ხელს. საკუთარ თავზე გამოვცადე ეს სასწაულებრივი პროდუქტი. მოკლედ გავიხსენოთ გოგრის სასარგებლო თვისებები და წონის კლებისთვის გოგრის მიღების საუკეთესო ვარიანტები.

გოგრა მდიდარია A, C და E ვიტამინებით,რკინით და ფოლიუმის მჟავით. იგი აძლიერებს იმუნიტეტს და ბუნებრივი ანტიოქსიდანტის ფუნქციაც გააჩნია. კარგია მხედველობისთვის, გულისთვის, და კიბოს გარკვეული სახეობების რისკსაც ამცირებს. მისი დაბალკალორიულობის (შემადგენლობის 94% წყალია) და უჯრედისის მაღალი შემცველობის გამო, თავისუფლად შეგვიძლია ჩვენი დიეტური რაციონის შემადგენელ ნაწილად ვაქციოთ.

გოგრა ფართოდ გამოიყენება, როგორც ვარჯიშის შემდგომი საკვები, როგორც კუნთის აღმდგენი.

გოგრისგან შეიძლება უამრავი ძირითადი კერძის მომზადება. გოგრის წვნიანის გარდა იგი მშვენივრად ერევა სალათებში ქინოასთან, კუსკუსთან და სხვა მარცვლეულთან ერთად.

შეგვიძლია ქათმის ფილესთან ერთად მივირთვათ შემწვარი გოგრა სუნელებით.

ორთქლზე მოხარშული ან გრილზე შემწვარი გოგრა ერთი კოვზი თაფლით ყავასთან ერთად კი მშვენიერი დესერტია.

გოგრის მირთმევა უმადაც შეიძლება. გოგრის წვენი მშვენიერია დილის ფერადი და ჯანსაღი დასაწყისისთვის. შეგვიძლია კუბებად დაჭრილი მივირთვათ წახემსებისას ან ძირითად კერძთან გარნირად. უმ გოგრაში სრულადაა შენარჩუნებული მასში შემავალი ვიტამინებისა და მინერალების სასარგებლო თვისებები.

ცნობილი და გამოცდილი მეთოდია 24 საათიანი განტვირთვის გაკეთება მხოლოდ გოგრით. მაგრამ შემდეგ მთელი კვირის განმავლობაში აღარ უნდა მივიღოთ გოგრა და მისი შემცველი კერძები, რათა არ გადავაჭარბოთ ვიტამინების ნორმას.

გაფრთხილება: გაითვალისწინეთ, რომ გოგრა მსუბუქი შარდმდენია და ასევე მისი მიღება არაა სასურველი მათთვის ვინც ლითიუმის შემცველ მედიკამენტებს იღებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system