თავში

Google Chrome-ის მომხმარებლების მონაცემები შესაძლოა საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს

Google Chrome-ის მომხმარებლების მონაცემები შესაძლოა საფრთხი
Google Chrome-ის მომხმარებლების მონაცემები შესაძლოა საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს

Google Chrome ბაზარზე დომინირებას განაგრძობს. ბოლო მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით Chrome-ის პლატფორმას 2 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ამის შესახებ Forbes წერს.

კომპანიის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ არსებობს ე.წ. „Zero-day“ „ექსპლოიტ“ კოდი (CVE-2021-30563), რომლის წარმომავლობაც, მისი წინამორბედი კიბერშეტევების მსგავსად, უცნობია. თუმცა ე.წ. „Zero-day“ კოდი დანარჩენი „ექსპლოიტებისგან“ განსხვავდება იმით, რომ ის საჯარო და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი მანამდე გახდა, სანამ კომპანია მისი არსებობის შესახებ გაიგებდა.

კიბერშეტევისაგან  დასაცავად Google Chrome-ის თითოეულ მომხმარებელს შეუძლია განაახლოს ბრაუზერი შემდეგი თანამიმდევრობით: პარამეტრები – დახმარება – Google Chrome-ს შესახებ“. 

კიბერშეტევა Google Chrome-ზე მიმდინარე წელს რამდენჯერმე განხორციელდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system