თავში

Google-ს კონკურენტი გამოუჩნდა - გაიცანით Brave Search

Google-ს კონკურენტი გამოუჩნდა - გაიცანით Brave Search
Google-ს კონკურენტი გამოუჩნდა - გაიცანით Brave Search

კომპანია Brave-მა ახალი დამოუკიდებელი საძიებო სისტემა აამოქმედა. საძიებო სისტემის გამოყენება შესაძლებელია არა მხოლოდ Brave ბრაუზერიდან, არამედ სხვა ბრაუზერებიდანაც.

დეველოპერები მომხმარებლებს ჰპირდებიან "კონფიდენციალურ საძიებო სისტემას". 

Brave Search საძიებო სისტემის შექმნა მიმდინარე წლის მარტში დააანონსა.  

Brave-ის ბრაუზერს ამჟამად ყოველთვიურად 32 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

Brave Search განსხვავდება სხვა საძიებო სისტემებისგან იმით, რომ ფუნდამენტურად განსხვავებულ პრინციპებს იცავს, ესენია:

1. კონფიდენციალურობა

2. თავისუფალია რეკლამებისგან.

3. გამჭვირვალობაობა: არ არსებობს საიდუმლო ალგორითმები შედეგების დამახინჯებისთვის.

დეველოპერები ირწმუნებიან, რომ მათი საძიებო სისტემა არა მხოლოდ იყენებს საკუთარ ინდექსს, არამედ უზრუნველყოფს სრულიად ანონიმურ ძიებას შედეგების გამჭვირვალე რანჟირებით და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system