თავში

ჰააგის სასამართლო თუ იუსტიციის სამინისტრო - სად წავა გოჩა ლორთქიფანიძე?! - VIDEO

ჰააგის სასამართლო თუ იუსტიციის სამინისტრო - სად წორთქიფანიძე?!
ჰააგის სასამართლო თუ იუსტიციის სამინისტრო - სად წავა გოჩა ლორთქიფანიძე?! - VIDEO

"ჰააგის სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ცნობას თვეები სჭირდება, მანამდე კი გოჩა ლორთქიფანიძე იუსტიციის სამინისტროში გააგრძელებს საქმიანობას", - ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

უწყების ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჰააგის სასამართლოში ქართველი მოსამართლე იქნება. აღმოსავლეთ ევროპის კვოტით წარდგენილ გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურას ხმა 76-მა დელეგატმა მისცა. ჰააგის მოსამართლე ის 9 წლის ვადით იქნება.

"კანდიდატის შერჩევის პროცესში ჩართული იყვნენ იურიდიული პროფესიული და აკადემიური წრეები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ჰააგის სასამართლოს ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირები, ხელისუფლების აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტო", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

გოჩა ლორთქიფანიძემ მოსამართლედ არჩევის შემდეგ პირველი ვიდეო-მიმართვაც გაავრცელა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system