თავში

"ჰაბლის" ტელესკოპმა განიმედეზე ორთქლის კვალი დააფიქსირა

"ჰაბლის" ტელესკოპმა განიმედეზე ორთქლის კვალი დააფიქსირა
ჰაბლის ტელესკოპმა განიმედეზე ორთქლის კვალი დააფიქსირა

ჰაბლის ტელესკოპის გამოყენებით მეცნიერებმა იუპიტერის მთვარის, განიმედეს ატმოსფეროში ორთქლის კვალი პირველად დააფიქსირეს. ამის შესახებ სამეცნიერო გამოცემა Phys.org წერს.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ განიმედე  შეიძლება მეტ წყალს შეიცავდეს, ვიდრე დედამიწის ყველა ოკეანე. მაგრამ ტემპერატურა აქ იმდენად დაბალია, რომ ზედაპირზე წყალი მყარ მდგომარეობაშია. ოკეანე განიმედეზე მდებარეობს მისი ზედაპირიდან დაახლოებით 160 კილომეტრის სიღრმეზე.

ჰაბლის მიერ ბოლო 20 წლის განმავლობაში შეგროვებული მონაცემების შესწავლის შემდეგ, მეცნიერებმა წყლის ორთქლის კვალი აღმოაჩინეს. მეცნიერებმა შეძლეს დაენახათ ელექტროფიცირებული გაზის ლენტები, რომელსაც ავრორას ზოლებს უწოდებენ და ასევე აღმოაჩინეს დამატებითი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ განიმედეს აქვს სუსტი მაგნიტური ველი.

თუმცა, მათდა გასაკვირად, მათ ვერ აღმოაჩინეს ატომური ჟანგბადის კვალი თანამგზავრის ატმოსფეროში. ანუ, სხვა ახსნა უნდა ჰქონოდა განედიდეს აურორას ულტრაიისფერ გამოსახულებებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system