თავში

ჰაბლმა მომაკვდავი გალაქტიკა დააფიქსირა

ჰაბლმა მომაკვდავი გალაქტიკა დააფიქსირა
ჰაბლმა მომაკვდავი გალაქტიკა დააფიქსირა

ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ, (ESA) ჰაბლის ტელესკოპის საშუალებით, განადგურების პირას მისული გალაქტიკის ფოტო გადაიღო. 

გალაქტიკები, როგორც წესი, სპირალის ფორმისაა და თითქოს კიდურები აქვთ, თუმცა ფოტოზე დაფიქსირებულ NGC 1947-ს თითქმის სრულად აქვს დაკარგული გაზები და კოსმოსური მტვერი. სურათზე შესაძლებელია სპირალის მაგვარი მკრთალი კვალის დანახვა, თუმცა გალაქტიკას ახალი ვარსკვლავების ფორმირების შესაძლებლობა დაკარგული აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე გაქრება. მომაკვდავი გალაქტიკა კი სივრცეში გამოიყურება, როგორც გიგანტური აირების ნაერთი.

გალაქტიკის "უკანასკნელი დღეების" ნახვა ასტრონომებისთვის იშვიათი და შთამბეჭდავი სანახაობაა. სავარაუდოდ, ფოტოზე აღბეჭდილი გალაქტიკის "სიკვდილის" მიზეზი სხვა გალაქტიკასთან შეჯახება გახდა. ის დედამიწიდან 40 მილიონი სინათლის წლითაა მოშორებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system